გახდი ავტორი


გამარჯობა!

თუ გაქვს სურვილი, შენი ცოდნა და ნააზრევი გაუზიარო საზოგადოებას, გიფიქრია სხვადასხვა საინტერესო საკითხზე და გსურს, იმსჯელო მათ შესახებ სხვა დაინტერესებულ ადამიანებთან ერთად,  მაშინ პროექტი „სმარტარეა“ არის ის, რაც ამ მიზნის განხორციელებაში დაგეხმარება.

ჩვენ ვუხმობთ გონიერ ადამიანებს საინტერესო თემებზე სამსჯელოდ. პროექტის მიზნებიდან და არსიდან გამომდინარე „სმარტარეას“ ვებ-გვერდზე განთავსებულ ბლოგს უნდა ჰქონდეს ანალიტიკური შინაარსი. ის არ უნდა იყოს შემოსაზღვრული მხოლოდ მშრალი ფაქტებით. სწორედ ამიტომ, იმისთვის, რომ „სმარტარეაზე“ შენი ბლოგი გამოქვეყნდეს, ის უნდა აკმაყოფილებდეს მინიმალურ შინაარსობრივ მოთხოვნებს, რომლებსაც დეტალურად გაეცნობით “სმარტარეას” წესების დოკუმენტში (იხილეთ ქვევით).

თუ შენ განსაკუთრებით გიზიდავს და გიყვარს ხელოვნება, კულტურა, მეცნიერება, გაინტერესებს ადამიანების გარშემო მომხდარი მოვლენები, მაშინ ეს პლატფორმა სწორედ შენთვის შეიქმნა – გამოგვიგზავნე ანალიტიკური ბლოგი შენთვის სასურველ თემაზე და „სმარტარეას“ საშუალებით გააცანი ის საზოგადოებას. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მოხარულები ვიქნებით თითოეული ახალი ავტორის, ახალი იდეისა და ნააზრევის გამოჩენისას.

გისურვებთ წარმატებებს!