ჩვენ შესახებ

‘’სმარტარეა’’ არის ანალიტიკური სივრცე ადამიანის, კულტურისა და საზოგადოების შესახებ. იგი წარმოადგენს ონლაინ მედიას, სადაც კვირის განმავლობაში ვისაუბრებთ სხვადასხვა საინტერესო თემაზე.

პროექტის მთავარი ინტერესის საგანია ადამიანი, მისი ცხოვრება და ყოფა – ჩვენ გვსურს,  ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ მოვლენებზე, რომლებიც ჩვენ გარშემო ხდება, იდეებზე, რომლებიც შთაგვაგონებს, გავიაზროთ ყოველდღიურ ცხოვრებაში გადადგმული ნაბიჯები.  დავსვათ შეკითხვები და ვეძიოთ მათზე პასუხები. გავაანალიზოთ წარსული, აწმყო და მომავალი.

ჩვენ გვსურს, აღმოვაჩინოთ ახალი ადამიანები და პირიქით, აღმოვაჩინოთ სიახლე ადამიანებში. გავიხსენოთ დიდი პიროვნებები, გავარკვიოთ მათი წარმატების საიდუმლო და აგრეთვე, დავინახოთ ისინი განსხვავებული თვალით. ჩვენ ვსვამთ კითხვებს – რისთვის? როგორ? და რატომ? და საბოლოოდ ვცდილობთ, უკეთ შევიცნოთ ჩვენი თავი.

„სმარტარეა“ მკითხველის ინტერესებზე მორგებულ თემატურ რუბრიკებს ერთ სივრცეში აერთიანებს, სადაც საინტერესო ადამიანების გაცნობა, მათი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება შეგეძლებათ.

აქ კვირის თითოეულ დღეს დაგხვდებათ თავისი შესაბამისი კატეგორია და შეგეძლებათ, აირჩიოთ თქვენთვის საინტერესო:

  • ორშაბათი – ბიზნესი/ეკონომიკა
  • სამშაბათი – ფილოსოფია
  • ოთხშაბათი – მეცნიერება/ტექნოლოგიები
  • ხუთშაბათი – ისტორია
  • პარასკევი – კულტურა
  • შაბათი – წიგნი/კინო
  • კვირა – თავისუფალი თემა

გახდი ”სმარტარეას” ავტორი

info@smartarea.ge