ორი მეგობრის გზა თვითგამოხატვისკენ


მომხიბვლელი და მიმზიდველია აფრიკული კულტურა. წარმოიდგინეთ, ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროებზე მრავალფეროვანი ტანისამოსითა და სამკაულებით მორთული აფრიკელ-არაბი გოგონების ხმაური, სასიამოვნო ქაოსი, ნაპირთან ახლოს მდებარე ფერად-ფერადი სახლების კედლები და ოკეანის უსაზღვრო სივრცე ერთმანეთს ერწყმის და ქმნის გაუჩერებელ დინამიკას. აქვეა ფეიოლაც, რომელიც კასაბლანკიდან რაბათისაკენ მიემართება და სხვების მსგავსად ისიც ამ უჩვეულო ხასიათის და ფერადი კულტურის ნაწილის წარმოადგენს.

ადამიანის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა მისი შინაგანი გრძნობებია. თუმცა, ზოგიერთი მათგანის ვერბალურად გადმოცემა ძალიან რთულია. მეტიც, ყველას გვაქვს აზრები, რომელთა თქმაც სულაც არ გვსურს. მაშინ როგორ უნდა მოვიქცეთ? სინამდვილეში, ჩვენი ფიქრების გადმოცემა შეგვიძლია მრავალნაირად – მაგალითად, დავწეროთ ისინი ჟურნალში, მოთხრობაში, ლექსად. თუნდაც პირად ჩანაწერებში. სიტყვებისა და წერის მიღმა, ისინი შეგვიძლია გამოვხატოთ ნახატებში, ფოტოგრაფიაში, მუსიკაში, ცეკვის დროს და ა.შ. არ იფიქროთ, რომ მხოლოდ ხელოვნებაა ამისათვის აუცილებელი, ნებისმიერი საქმე გამოსადეგია. მთავარი ის გახლავთ, რომ ამ დროს ჩვენ ვცდილობთ გამოვხატოთ შინაგანი სამყარო, ის ფიქრები თუ აზრები, რაც ყოველდღიურად გვამოძრავებს.


25 Best Things to Do in Rabat | The Nomadvisor

მაროკო, ჩრდილოეთ აფრიკის სანაპირო


თვითგამოხატვა არის ქმედება, რომლის დროსაც ჩვენი გრძნობებისა და ფიქრებისგან მიღებულ ენერგიას  სხვადასხვა ფორმაში გარდავსახავთ. ნეირომეცნიერთა აზრით, ის ერთ-ერთი (თუ არა ყველაზე) მნიშვნელოვანი გზაა ადამიანების ერთმანეთთან დასაკავშირებლად, საურთიერთოდ, მათი ზრდისა და ჩამოყალიბებისთვის.[1] რატომ ხდება ასე? მეცნიერები თვლიან, რომ ჩვენს ორგანიზმში რაღაც მნიშვნელოვანი ხდება, მაშინ როდესაც ჩვენი შეხედულებები საჯაროდ აღიარდება, როდესაც ჩვენ ხმას სხვებს გავაგონებთ, ვხვდებით, რომ მარტო არ ვართ და რომ ერთი დიდის ნაწილი ვართ. ყველა ადამიანში იპოვით ამ ტიპის შემოქმედებით ენერგიას, მაგრამ ხშირად ის ხელუხლებელი რჩება. მაშინ, როდესაც მისი გამოყენება აუცილებელია. ყველამ თავისი ფორმით, ზოგისთვის ის შეიძლება პროფესიად იქცეს, ზოგისთვის კი უბრალო ჰობად ან მეორე საქმიანობად.

კორონა ვირუსის პანდემიამ მსოფლიოს მოსახლეობა სახლებში გამოკეტა, შეზღუდა მათი ყოველდღიური რუტინა, შეანელა გარშემო მიმდინარე პროცესები, სამუშაო პროცესი კი დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანა. თუმცა, ყველა კრიზისი სიახალის დასაწყისია, უფრო დიდისა და მნიშვნელოვანის. დრო კი რომელიც ადამიანებს გამოუნთავისუფლდათ, თვითგამოხატვის საუკეთესო რესურსად იქცა, რადგანაც მიუხედავად უდიდესი გამოწვევისა, ადამიანებმა ასეთ რეალობაში აღმოაჩინეს საინტერესო იდეები, ჰობი და დაიწყეს ახალი კონცეფციების შექმნა. მათ შორის, გამონაკლისი არც საქართველო და ქართველები იყვნენ. ბევრმა ჩვენგანმა წამოიწყო ახალი საქმიანობა და ისინი ძირითადად პროფესიას შეუთავსა. სწორედ ასეთი არის ქართული წამოწყება  „Fayola“, რომლის მიღმაც ორი ბავშვობის მეგობარი თიკა მგელაძე და ნუცა ოთხვანი დგას. მიუხედავად იმისა, რომ თავიანთი იდეის რეალიზება ყოველთვის უნდოდათ, კარანტინამდე ამ საქმისთვის ვერ მოიცალეს. ორივე მათგანი იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია და ამ პროფესიის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჰობისა და ძირითადი საქმიანობის შეთავსება არც თუ ისე მარტივი იყო. პანდემის სირთულეების მიუხედავად, გამონთავისუფლებული დრო მათ ტყუილად არ დაკარგეს და დიდი შრომის შედეგად შექმნეს ახალი ქართული პროდუქტი.


No description available.

ნუცა ოთხვანი და თიკა მგელაძე, „Fayola“-ს შემქმნელები


რეალურად კი „Fayola“ შექმნელებისთვის თვითგამოხატვის ძალიან კარგი საშუალებაა. პროდუქტის დიზაინის აფრიკული ელფერიც სწორედ ამის დადასტურებაა – გოგონების შინაგან განწყობას ყველაზე უკეთესად ის ნათელი ფერები და მრავალფეროვანი ხასიათი გამოხატავს, რომელიც წამოწყებას ფონად გასდევს. მათი პირველი პროდუქტი სანდლებია, მათ ინსტაგრამ გვერდზე განთავსებული ფოტოები კი აფრიკულ კულტურისგან შთაგონებული. ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია, მომავალშიც  მათი ყველა ახალი პროდუქტი აფრიკული შტრიხებით იქნება შესრულებული. ადამიანები ხშირად საკუთარ ოცნებებსა და  ახალ გამოწვევებზე უარს ამბობენ გიჟური რუტინის გამო, ცხოვრება თითქოს უფრო მეტ მოთხოვნას აყენებს მათ მიმართ და ამ დაუსრულებენ ქაოსში, იკარგება სურვილები. გოგონებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი „Fayola“-ს შექმნისას თვითგამოხატვა იყო, ვინაიდან, საკუთარი ბავშვობის დროინდელი იდეების სისრულეში მოყვანა, ისევე როგორც ყველა სხვა ზრდასრული ადამიანისათვის, მათ „ნატვრას“ წარმოადგენდა. სწორედ ამ მიზეზის გამო, მიზნად დაისახეს საკუთარი თავისთვის დაემტკიცებინათ, რომ მიუხედავად იურისტის დატვირთული რეჟიმისა, შეეძლოთ გამკლავებოდნენ ახალ გამოწვევას და შეექმნათ საკუთარი ბიზნესი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ხელოვნება არ არის თვითგამოხატვის ერთადაერთი საშუალება და ეს მაგალითი ამის იდეალური დადასტურებაა.

მცირედით შევეხოთ უშუალოდ პროდუქტის მახასიათებლბესაც. რა თქმა უნდა, ეს საქმე არ გამოვიდოდა თუ მას სხვებს არ გაუზიარებდნენ, სწორედ ამიტომ მომხმარებლების ინტერესების გასათვალისწინებლად მათ ხარისხზეც ბევრი იზრუნეს: „Fayola“-ს სანდლები ნატურალური ტყავით საქართველოში იკერება, შექმნელების მთავარი მოთხოვნა, პირველ რიგში, ხარისხიანი პროდუქტის მიწოდება იყო. თითოეულ მათგანს საკუთარი დიზაინითა და შეხედულებებით ქმნიან. ავტორების მთავარი მიდგომა ასეთია – შექმნან ისეთი პროდუქტი, რომლის მომხმარებლებიც, პირველ რიგში, თავად იქნებიან.

სწორედ ახალი ქართული წამოწყების უკან არის დამალული აფრიკელი ფეიოლა, რომელიც  გზას ყოველდღე ერთი სანაპიროდან მეორე სანაპიროსკენ გადის და თავისი მხიარული ხასიათით, ნათელი ფერებით გარშემო მყოფებს დადებით ემოციას უტოვებს.


შენიშვნები და წყაროები:

Fayola – Instagram

[1] https://www.psychologytoday.com/us/blog/conversational-intelligence/201602/self-expression