კლასიკური მუსიკა თანამედროვე სამყაროში


ავტორი: ანა ყიფიანი; პიანისტი


ანა ყიფიანი წარმატებული ქართველი პიანისტია, რომელიც მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გახლავთ. თანამედროვე სამყაროში, ტექნიკური წინსვლისა და ცხოვრების გაუჩერებელი ტემპის შედეგად კლასიკური მუსიკა, ისევე როგორც სხვა ყველაფერი, შეიცვლა, განვითარდა და განსხვავებული სახე მიიღო. როგორია დღეს კლასიკური მუსიკა? არის თუ არა ის თავისუფალი? რა როლი აქვს იმპროვიზაციას კლასიკურ მუსიკაში? როგორია პიანისტების ცხოვრება თანამედროვე ეპოქაში და რა იმალება კონკურსებისა და კონცერტების კულისებში – რა განსხვავებაა საკონკურსო და საკონცერტო პიანისტებს შორის? პიანისტის განათლება, კარიერული გზა, სირთულეები და რჩევა ახალგაზრდა პიანისტებს – ანა ამ თემებზე “სმარტარეას” ესაუბრა.