ნიკოლოზ წულუკიძე – რა მნიშვნელობა აქვს თეატრს?


ნიკოლოზ წულუკიძე; თეატრმცოდნე.


თეატრი „არა-ჩვეულებრივი“ ადგილია. იქ შესვლისთანავე იგრძნობა განსაკუთრებული აურა, რომელიც სპექტაკლის ბოლო ეპიზოდამდე გაგყვება და საბოლოო ჯამში ერთ დიდ სასიამოვნო შთაბეჭდილებად გადაიქცევა. სწორედ ამიტომ, თეატრი ოდითგანვე პოპულარული გახლდათ მსოფლიოს სხვადასხვა ერში. საქართველოში კი თეატრი განსაკუთრებით უყვარდათ. დროთა განმავლობაში ის იცვლებოდა, ვითარდებოდა, მაგრამ არ კარგავდა მნიშვნელობას, ღირებულებას. თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე სპეციალურად „სმარტარეასთვის“ გვესაუბრება თეატრის როლსა და მნიშვნელობაზე. საინტერესო ისტორიები იმის შესახებ თუ რა მიზნებით იყენებდნენ თეატრს სხვადასხვა დროსა და ეპოქაში, რა დამოკიდებულება ჰქონდა საზოგადოებას მის მიმართ და რა არის  ქართული თეატრისთვის აუცილებელი დღეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების შედეგად თეატრებს საკმაოდ რთული დრო დაუდგათ.

*სპეციალური მადლობა „თავისუფალ თეატრს“.