სხვისი მუსიკა – რატომ შეიძლება იყოს პლაგიატიზმი კარგი?


გახდი ავტორი „სმარტარეაზე“ – გამოაგზავნე შენი ანალიტიკური სმარტბლოგი ელექტრონულ ფოსტაზე info@smartarea.ge.


პლაგიატიზმი ადამიანების გონებაში ყოველთვის ცუდთან ასოცირდება. გასაკვირი არ არის, ქურდობა ხომ არავის უყვარს? ონლაინ ჟურნალ „The conversation“-ში გამოქვეყნებულ სტატიაში როს კოუელი გვიყვება თუ რატომ შეიძლება იყოს პლაგიატიზმი კარგი და რა გავლენა ჰქონდა მას მუსიკის ისტორიაში. დღეს „სმარტარეაზე“ ამ საინტერესო სტატიის თარგმანს გთავაზობთ.

ნოა ბაუმანის ნახევრად ავტობიოგრაფიულ ფილმში „კალმარი და ვეშაპი“, ახალგაზრდა პროტაგონისტი უოლტი სკოლის წარმოდგენაზე დაუკრავს მუსიკას, რომლის ავტორობასაც თავად იბრალებს. იგი გაიმარჯვებს კონკურსში, აიღებს პირველ ადგილს, მისი შეყვარებული აღტაცებულია ამ ფაქტით. გახარებულია ბიჭის ავტორიტარი მამაც და ამბობს, რომ ეს ამბავი აგონებს თავის მეორე რომანს.

თუმცა, სიუჟეტის მიხედვით უოლტს მალევე გამოიჭერენ ტყუილში. მას ეს სიმღერა არ დაუწერია. მუსიკის ავტორი როჯერ უოტერსი გახლდათ. თუ ფილმი ნანახი გაქვთ ადვილი მისახვედრია, რომ ეს არის სიმღერა „Hey You“ პინკ ფლოიდის 1979 წლის ალბომიდან „კედელი“. სკოლის თერაპევტთან გასაუბრებისას ის აღიარებს: „ვიგრძენი, რომ ამ მუსიკის დაწერა მეც შემეძლო… ამიტომაც ის ფაქტი, რომ მუსიკა უკვე დაწერილი გახლდათ მხოლოდ ტექნიკურ დეტალს წარმოადგენდა ჩემთვის“.

შეიძლება მსგავსი გრძნობა უმეტეს ჩვენგანსაც განგვიცდია. პლაგიატი, როგორც საკუთრების მტკიცება არის მცდარი გრძნობა, რომ გვეკუთვნის ის, რაც ჩვენ ასე ძალიან გვიყვარს. კომპოზიტორმა იგორ სტრავინსკიმ ამგვარ დამოკიდებულებას „კლეპტომანიის იშვიათი ფორმაც“ კი უწოდა – მისი აზრით, მუსიკის წარსულის ძარცვა, თანამედროვეობის ნედლ მასალას წარმოადგენს.

სტრავინსკი სინამდვილეში ფილმის გმირ უოლტისაგან სრულიად განსხვავებულად მოქმედებდა. ის მუდმივად ცდილობდა განეახლებინა მისი „მოპარული“ წყაროები და მათვის განსხვავებულ იერი შეეძინა. შესაბამისად, რუსული ხალხური მელოდიები გადაიქცა „გაზაფხულის რიტუალად“ (The Rite of Spring), ხოლო კლასიკური ეპოქიდან აღებული მასალები ბალეტ „პულჩინელას“ (Pulcinella) შემადგენელი ნაწილი გახდა. თავად სტრავინსკი ამბობდა, რომ „პულჩინელა“ არ იყო მხოლოდ მისი სიყვარულის გამოხატვა წარსულისადმი, არამედ ის გახლდათ ერთგვარი სარკე. უოლტის მსგავსად, სტრავინსკის პლაგიატიზმი იყო თვითგამოხატულების თავდადებული და ნარცისტული ფორმა.


კომპოზიტორმა იგორ სტრავინსკიმ ამგვარ დამოკიდებულებას „კლეპტომანიის იშვიათი ფორმაც“ კი უწოდა – მუსიკის წარსულის ძარცვა, თანამედროვეობის ნედლ მასალას წარმოადგენს.“


ამგვარ მოქმედებას (მოვლენას) შეგვიძლია შევხედოთ ორი კუთხით: პირველი, სხვა ადამიანის ინტელექტუალური საკუთრების არაეთიკურად მითვისება ან მეორე, მივიღოთ პლაგიატიზმი, როგორც დამოკიდებულების სიმპტომი, რომელიც სახელოვნებო შემოქმედებითი ძალისხმევის საფუძველში დევს.  ცნობილი მომღერალი და არაერთი სიმღერის ავტორი ნიკ ქეივი მოუწოდებს („წითელი ხელის ფაილებში“) ხალხს გამოხატონ თავიანთი თავი შემდეგი საშუალებით:

„თანამედროვე მუსიკის დიდი ხიბლი, სიკაშკაშე და სიცოცხლისუნარიანობა მდგომარეობს მის ეშმაკურ მიმთვისებლურობაში  – ყველა ყოველთვის სხვას ართმევს რაიმეს, ყოველთვის. სწორედ ამ იდეების სესხების სიგიჟეს მივყავართ როკ-მუსიკის წინსვლამდე, რომელიც ჩვენი ეპოქის დიად სახელოვნებო ექსპერიმენტად იქცა.“[1]


Nick Cave Red Hand Files - Nick Cody Music

ნიკ ქეივის „წითელი ხელის ფაილები“.


„პლაგიატიზმი“, წერს იგი, „ცუდი სიტყვაა იმის აღსანიშნავად, რაც როკენ როლში ძალიან ბუნებრივ და აუცილებელს, მეტიც შესაშურ, ტენდენციას წარმოადგენს – ეს არის მოპარვა“. ჩვენ შეგვიძლია მოგიყვეთ როკის ისტორია, როგორც ქურდობის მრავალნახული გენეალოგია, რომელიც იწყება ელვისის სადებიუტო სინგლიდან, რაც სინამდვილეში არტურ კურდოპის სიმღერის ქავერს წარმოადგენს (That’s All Right (Mama)).

ელვის თვითონ ქეივიც მიჰყვება კვალდაკვალ ალბომით „The Firstborn Is Dead“. მასში წარმოდგენილია ისეთი სიმღერები, როგორიცაა „Tupelo“, ჯონ ლი ჰუკერის Tupelo Blues- ის პარაფრაზია. აგრეთვე შეხვდებით მუსიკალურ ფრაზებს ძველი ბლუზ მომღერლის, უსინათლო, ლემონ ჯეფერსონის შემოქმედებიდან. თვითონ ამ მომღერლებსაც თავიანთი სიმღერები ჰქონდათ დაწერილი უკიდურესი სამხრეთის მკვიდრი მაცხოვრებლების ლექსებზე დაყრდნობით.

რაც უფრო მეტად გამოვიკვლევთ და დავაკვირდებით მუსიკას, კიდევ უფრო მეტ ასიმილირებულ და ჰიბრიდულ ნაშრომებს შეხვდებით. მაგალითად, ბლუზიც თავისთავად წარმოიშვა ჩრდილოეთ აფრიკის არაბულ-ისლამურ სამყაროსა და სუდანის სარტყელის მუსიკალურ კულტურათა შორის არსებული შემოქმედებითი ურთიერთქმედების რთული და მრავალსაუკუნოვანი პროცესიდან, რომელმაც საბოლოო გამოხატულება ჰპოვა ამერიკული მონობის პერიოდში.

რა თქმა უნდა, უოლტის „Hey You“-ს წარმოდგენა არ შეესაბამება ქეივისეულ ხედვას პლაგიატიზმის შესახებ. მომღერალი მას აღიქვამს, როგორც პროცესის „მამოძრავებელ ძრავას“. ქეივისთვის, მოპარვა გამართლებულია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მოპარული მასალა განვითარებულია რაღაც გზით და ის კიდევ უფრო მეტად სასურველი ხდება მსმენელისათვის. ასეთი მიდგომის შემთხვევაში, ელვისს ვაპატიებთ, მაგალითად სიმღერის „That’s All Right“ მითვისებას, რადგანაც მისი ბლუზების „თეთრკანიანი“ (white-washed as rock and roll) ვერსია იყო ჟანრის “მუტაციისა და ტრანსფორმაციის” მოქმედება, რამაც შექმნა ახალი მასობრივი კულტურული ფორმა და ეს ფორმა დღემდე ძალიან ცოცხალი და აქტუალურია.

თუმცა ზოგიერთი მკვლევარი ამ საკითხს სხვანაირადაც უყურებს. მათი აზრით, მსგავსი მოქმედებები თეთრკანიენების, როგორც დომინანტური კულტურის, კიდევ ერთი კარგი თვითგამოხატვის საშუალება იყო. როგორც ისტორიკოსი ერიკ ლოტი, ამ ხანგრძლივი ურთიერთობის დასახასიათებლად იტყოდა ნაშრომში „სიყვარული და ქურდობა“ – ისინი  ცდილობდნენ აფრო-ამერიკელებისაგან წაეღოთ „ყველაფერი, გარდა ზემდეტი ტვირთისა“.

მაგრამ რასაც ქეივი რეალურად გულისხმობს კარგად არის აღწერილი ლიტერატურულ კრიტიკოს ჰაროლდ ბლუმის თეორიაში „გავლენის შფოთი“. გავიხსენოთ ერთი ცნობილი, ძველი გამონათქვამი, რომელსაც ძალიან ხშირად სხვადასხვა ვერსიით მიაწერენ პიკასოს, სტრავინსკის, უილიამ ფოლკნერს ან სტივ ჯობსს: „კარგი ხელოვანები კოპირებენ, დიდი ხელოვანები კი იპარავენ“. როგორც ჩანს ეს ფრაზა მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს გამოჩნდა, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებლად მისი გამოხატვა ტიეს ელიოტმა შეძლო 1920 წელს, როდესაც თქვა – „მოუმწიფებელი პოეტები სხვებს ბაძავენ, მომწიფებული პოეტები კი იპარავენ“.[2]

სესხება, როგორც ელიოტი აღნიშნავს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ ის რაც განასხვავებთ ცუდ ქურდებს, კარგებისგან არის ის რომ, პირველი მათგანნი პირდაპირ აფუჭებენ იმასაც რასაც იღებენ, ხოლო მეორენი აუმჯობესებენ და უკეთესს შემოქმედებას გვიტოვებენ ან უბრალოდ ქმნიან განსხვავებულს[3]. სწორ ხელში მოხვედრილი მასალა, თუნდაც იყოს პლაგიატი, შესაძლებელია იყოს რაღაც განსაკუთრებული, უნიკალური ნაშრომის საწყისი და არა უბრალო რეპკლიკაცია. პლაგიატიზმის თანამედროვე გაგება კი ითარგმნება ქეივისეულ აღქმაში, რომ ხელოვნების ქურდებმა უნდა „განავითარონ იდეა, სხვაგვარად დაიწყევლებიან“[4].

შესაძლებელია კი იყო ორიგინალი? მარტივი პასუხია, რომ არა. უკეთესი პასუხი კი არის ის, რომ ორიგინალობა ყოველთვის არის უნიკალური კოლაბორაცია წარსულთან.



წყაროები და შენიშვნები:

თარგმანი მომზადებულია „სმარტარეას“ ჯგუფის მიერ, ონლაინ გამოცემა “The conversation”-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით „მუსიკალური პლაგიატიზმი – რატომ შეიძლება აღგვაფრთოვანოს მოპარვამ“, ავტორი: როს კოული, მკვლევარი.

აგრეთვე, გამოყენებული მასალა: „წითელი ხელის ფაილები“.

[1] The great beauty of contemporary music, and what gives it its edge and vitality, is its devil-may-care attitude toward appropriation – everybody is grabbing stuff from everybody else, all the time. It’s a feeding frenzy of borrowed ideas that goes toward the advancement of rock music – the great artistic experiment of our era.

[2] immature poets imitate; mature poets steal” – TS Eliot.

[3] “make it into something better, or at least something different” TS Eliot.

[4] “further the idea, or be damned” – Nick Cave https://www.theredhandfiles.com/originality-hard-to-obtain/ .