რა გავლენას ახდენს ინფორმაცია ჩვენს პიროვნებასა და იდენტობაზე? – ცოდნის ძალა იმპერიალიზმთან ბრძოლაში


ავტორი: ლევან გურგენიძე.


იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლას კაცობრიობის ისტორიაში ძალიან დიდი ადგილი უკავია, ხოლო ამ ბრძოლის უმთავრეს და ყველაზე მნიშვნელოვან იარაღს ცოდნა წარმოადგენს. არც ჯარს, არც ეკონომიკურ მდგომარეობას და არც რომელიმე სხვა რესურსს არ აქვს აზრი ცოდნისა და ინფორმაციის ფლობის გარეშე, რადგან თუ იცი, ყველა ზემოთ ჩამოთვლილს მიაღწევ, ხოლო ერს ექნება შანსი დაამარცხოს იმპერია. თუ ადამიანი ფიქრობს და სჯერა, რომ შეუძლია რაღაცას მიაღწიოს, ის უკვე წინ არის, მაგრამ, თუ ფიქრობს, რომ ვერ მიაღწევს, გარკვეული მიზეზების გამო, ერთი ნაბიჯი საპირისპირო მიმართულებით აქვს გადადგმული. ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა მუშაობს ორი მიმართულებით. პირველი, თავად იმპერიის მცდელობაა დაანახოს მის მოწინააღმდეგე მხარეს საკუთარი სისუსტეები და პრობლემები – დააჯეროს მეტოქეს, რომ ის დამარცხებულია. მეორე შემთხვევაში კი ერი, რომელიც ებრძვის იმპერიას, ცდილობს დაამტკიცოს საპირისპირო. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია თუ ვინ დაიწყებს ომს, რადგანაც პირველ დამწყებს აქვს ის უპირატესობა, რის შედეგადაც მეორეს თავდაცვის პოზიციაში ჩააყენებს და მოუწევს დაამტკიცებინოს, რომ ის სუსტი არ არის. თუმცა, ხშირად ეს ვერ ხერხდება და უარეს შემთხვევაში, მეორე სახელმწიფო მარცხდება ინფორმაციულ ომში. მას შემდეგ, რაც ფართო მასა იჯერებს, რომ გარკვეული სისუსტეები აქვს, ძალიან ძნელია აჩვენო, რომ მათ ამ სისუსტის დაძლევის ძალა შესწევთ. ერთადერთი გამოსავალი კი არის იცოდე მეტი ვიდრე შენმა მოწინააღმდეგემ, ფლობდე ინფორმაციას მის სისუსტეებსა და ლიმიტებზე. საბოლოოდ კი ყველაფერი ინფორმაციის დამაჯერებლობასა და შინაარსზე არის დამოკიდებული.

დევიდ ჰიუმი ამტკიცებს, რომ ადამიანის პიროვნება და იდენტობა მისი ცოდნის მიხედვით ყალიბდება.[1] ეს სიტყვები განათლების სისტემის, როგორც ახალი თაობის აღმზრდელის, მნიშვნელობას უსვამს ხაზს. დღეს, როდესაც მთელ მსოფლიოში ინფორმაციული ომები მძლავრად მიმდინარეობს, აუცილებელია ბავშვებს სკოლის ასაკიდანვე სწორად მივაწოდოთ ინფორმაცია, ვასწავლოთ მათ ქვეყნის უპირატესობები, რისი დახმარებითაც დავამტკიცებთ ჩვენ სიმართლეს.

როგორ ნადგურდებიან ან როგორ მარცხდებიან ერები? პასუხი მარტივია, ისინი აგებენ ინფორმაციულ ომს იმპერიალისტური ძალის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს მათ დაანახოს, რომ ისინი უკეთესები, უფრო  პროფესიონალები, განათლებულები, შემოქმედები და ხშირ შემთხვევაში უკეთ „მოვლილები“ არიან. თუ მტერმა შეძლო ადგილობრივი მოსახლეობისთვის ამის დაჯერება, ისინი ირწმუნებენ, რომ მათზე დაბალ ფენას წარმოადგენენ და ამით ავტომატურად, ფსიქოლოგიურად, მტრის ზეგავლენის ქვეშ მოექცევიან. ასეთ დროს კი ბრძოლას და აჯანყებას აზრი ეკარგება. რაც უფრო მეტად გავრცელდება  ამგვარი ინფორმაცია, მით უფრო ძნელი გახდება ამ იდეის წინააღმდეგ გამარჯვება, რადგან თუ სხვანაირად იფიქრებ, როგორი სწორიც არ უნდა იყო, არ დაგიჯერებენ და საზოგადოების თვალში შესაძლოა „გიჟის“ სტატუსიც დაისაკუთრო.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ცხადია, რომ უმნიშვნელოვანესია ადამიანის იდენტობის გაძლიერება. ჩვენ უნდა ვირწმუნოთ, რომ არავისზე ნაკლები არ ვართ და ეს გამარჯვების უპირველესი საწინდარი იქნება. მეტიც, ამის ცოდნა და თვითრწმენა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მის გარეშე სხვა დანარჩენს აზრიც კი ეკარგება. აქ მხოლოდ შეიარაღებული კონფლიქტი არ მოიაზრება. იგივე შეიძლება ითქვას, თანამედროვე სამყაროში ფართოდ გავრცელებულ, ჰიბრიდული ომის მეთოდებზე, წარმოებაზე, კომერციაზე და ა.შ. მაგალითად, თუკი გვსურს, რომ ჩვენ სხვებზე უკეთესი პროდუქტი შევქმნათ, პირველ რიგში ამისი თავად უნდა გვწამდეს და ამ მიზნისკენ ურყევად მივდიოდეთ.


GLOBATRON Deceptively Simple - GLOBATRON

„ჩვენ უნდა ვირწმუნოთ, რომ არავისზე ნაკლები არ ვართ და ეს გამარჯვების უპირველესი საწინდარი იქნება“.


იმპერიებისათვის ინფორმაციულ ომში გამარჯვების კიდევ ერთი  მნიშვნელოვანი იარაღი ისტორიის წაშლაა. თუ კონკრეტულ ჯგუფს ამოუშლი გონებიდან და დაავიწყებ წარსულს, ვინ იყო გამარჯვებული და ვინ დამარცხებული, ვის მიუღწევია მსოფლიო მასშტაბით წარმატებას და ვინ ყოფილა სხვაზე უკეთესი, რეალურად ამ ჯგუფს გაუნადგურდება და აღარ ეყოლება მისაბაძი პიროვნებები, მაგალითები, რომლებიც ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობების რწმენას განუმტკიცებენ და აჩვენებენ, რომ თუ რაღაც ერთხელ უკვე მოხდა, ის მეორედაც შესაძლებელია. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ მას შემდეგ რაც მტერი გაიმარჯვებს ინფორმაციულ ომში, ის თავის სასარგებლო „გმირებს“ და მისაბაძ მაგალითებს დახატავს, ისეთს, როგორიც მას აწყობს და დაპყრობილი ერის თვითრწმენას კიდევ უფრო დათრგუნავს.  მაგალითად, თუ ადამიანების ჯგუფს ვასწავლით და დავანახებთ, რომ წარმატებულს ვუწოდებთ და სხვადასხვა რეგალიებით შევამკობთ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებიათ და არც არაფრისთვის მიუღწევიათ, მაშინ ახალ თაობას გაუჩნდება კითხვა – რატომ უნდა ვიწვალოთ, ვიშრომოთ, თუკი წარმატებისთვის არაფრის კეთებაც საკმარისია? ეს პრობლემა კიდევ უფრო მძლავრად გამოიხატება მაშინ, როდესაც იმპერიალისტული ძალები დაიწყებენ ცრუ ინფორმაციებს გავრცელებას ისეთ პიროვნებებზე, რომლებსაც ქვეყანის აშენებაში დიდი წვლილი მიუძღვით და სამშობლოს საერთაშორისო მასშტაბით წარმატება მოუტანეს. იმპერიებისათვის მათი სახელების შეძულება საჭიროა, რათა საზოგადოებაში მიმბაძველები არ გამოუჩნდნენ, ჩაახშონ დამოუკიდებლობის, თავისუფლების სურვილი. ინფორმაციას, რასაც საზოგადოებას ვასწავლით „წარმატებულ“ და „ცუდ“ ადამიანებზე, გავლენას ახდენს მათი მსგავსის და არამსგავსის ჩამოყალიბებაზე. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია გავიგოთ, შევიმეცნოთ და გავიაზროთ რაც შეიძლება მეტი საქართველოსა და ქართველების დიდი წარმატების შესახებ.

გადავხედოთ საქართველოს ისტორიას და ვნახავთ, რომ ქართველები ოდითგანვე ცდილობდნენ ფსიქოლოგიური გავლენის მოპოვებას რეგიონის ხალხებზე. იაკობ ცურტაველი (X საუკუნე, ქართლის ცხოვრების პირველი ტომი) ქართულ კულტურას ადარებდა ბერძნულს  (ბიზანტიის იმდროინდელ მმართველებს) და ჩვენსას ანიჭებდა უპირატესობას. იგი ცდილობდა ჩვენს რეგიონში მცხოვრებ ხალხებზე ინფორმაციული და ფსიქოლოგიური გავლენა ჰქონოდა, რადგან ისედაც ბიზანტიით შეშინებულებს ქართველების წინააღმდეგ არ დაეწყოთ ბრძოლა. მარიამ დედოფალი, რომელიც ბიზანტიის იმპერატორის მეუღლე გახლდათ, პირველი იყო რომელმაც საქორწინო კონტრაქტი დადო იმპერატორთან და საინტერესოა ის, რომ ამ დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტის  თანახმად, საძინებელში შესვლამდე იმპერატორს აუცილებლად უნდა მიეღო აბაზანა. ასევე გავრცელებულია ინფორმაცია, რომ მარიამ დედოფალმა ბიზანტიის იმპერიაში შეიტანა და დანერგა ჩანგლის გამოყენების კულტურა, სადაც მანამდე, როგორც ირკვევა, ადამიანები ხელით მიირთმევდნენ საკვებს. კიდევ ბევრი მსგავსი ისტორიის გახსენება შეიძლება, რომლებიც ცხადყოფენ, რომ ინფორმაციულ ომში აქამდეც ბევრჯერ ვყოფილვართ ჩართული და თან წარმატებულადაც. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ეს, რადგან გაგვიძლიერებს საკუთარი თავის რწმენასა და უკეთ გავერკვევით რაში მდგომარეობს ჩვენი უპირატესობა.

ამისთვის კი საჭიროა ვსწავლობდეთ გმირებზე, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლის ხარჯზე, მოკლეს წითელი არმიის ლიდერები, ააშენეს პირველი კათარზისი, საქართველოში დააფუძნეს ქარხნები, დაიწყეს სხვადასხვა პროდუქციის კომერციული წარმოება და პატარა დასახლებები დიდ ქალაქებად აქციეს. ასეთი ადამიანების არ სწავლა დაუშვებელია და ეს მხოლოდ იმით თუ აიხსნება, რომ მათზე შექმნილი გამოგონილი ისტორიებით ვიღაცეებს სურდათ (ან სურთ)  საზოგადოებას ისინი „შეაძულონ“. თუკი გვძულს ისეთი ადამიანები, რომლებმაც საქართველო განავითარა ან უბრალოდ წარმატებულ ქვეყანად აქცია, მაშინ ეს არის იმპერიალისტური ძალის გამარჯვება საქართველოზე.


ნიკოლოზ ბარათაშვილი - ვიკიპედია

წარმატებული საქართველო და ქართველები უნდა ვისწავლოთ იმისთვის, რომ ვირწმუნოთ, ჩვენ ყველას შეგვიძლია დიდი გმირების გავლილი გზის გამეორება და კიდევ უფრო მეტის გაკეთება. როგორც ნიკოლოზ ბარათაშვილი ამბობდა – ერთხელ უკვე გზა რომ გაიკვალება, მეორედ იმავე გზის გავლა უფრო ადვილია. არ უნდა დაიკარგოს ნებისმიერი სახის ცოდნა ჩვენი საზოგადოების ცნობიერებიდან – ყოველთვის უნდა გვჯეროდეს ჩვენი შესაძლებლობებისა და გვახსოვდეს, რომ ამ ქვეყანაში შეუძლებელი არაფერია.



შენიშვნები და წყაროები:

[1] David Hume: ‘Human nature depends on the information and knowledge one has. Human identity is created based on the knowledge one has’.